Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა გაიმართა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სომხეთში ოფიციალური ვიზიტისას სომეხ კოლეგა ტიგრან სარქისიანს შეხვდა. საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისო სამუშაო ჯგუფის სხდომაში. გილაურმა და სარქისიანმა ენერგეტიკის, კულტურის, მაკროეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გილაური სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუმჯობესებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისი მიესალმება ამ ურთიერთობის ნორმალიზაციას.
XS
SM
MD
LG