Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ და რუსეთმა ოფიციალურად განაახლეს ურთიერთობა


ნატომ და რუსეთმა ოფიციალურად განაახლეს ურთიერთობა, რომელიც 2008 წელს საქართველოსთან რუსეთის ომის შემდეგ შეჩერდა. ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, რუსეთის გაერთიანებული შტაბების გენერალ ნიკოლაი მაკაროვისა და ნატოს წევრი 27 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების დღევანდელი შეხვედრის მთავარ საკითხებად სახელდება უკეთ თანამშრომლობა მეკობრეობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც ვითარება ავღანეთში. რუსეთი ნატოს უფლებას აძლევს, ისარგებლოს მის ტერიტორიაზე გამავალი, ავღანეთთან დამაკავშირებელი მარშრუტებით და წვრთნის ნარკობიზნესთან ბრძოლის ასობით ექსპერტს ავღანეთის მთავრობისთვის.
XS
SM
MD
LG