Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა 17 ადამიანი დახოცა პოლიციის ოფისთან


ბაღდადში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო პოლიციის სასამართლო მედიცინის ოფისთან. დაიღუპა, სულ ცოტა, 17 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაღუპულებისა და დაჭრილების უმრავლესობა პოლიციელები არიან. ეს იერიში მოეწყო ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა აფეთქებები მოაწყეს ბაღდადის სამ სასტუმროსთან და 36 ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG