Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ და სამხრეთმა კორეამ ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს


სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამხრეთმა კორეამ და ჩრდილოეთმა კორეამ მათ სადაო საზღვაო საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლი გაცვალეს. სამხრეთი კორეის ცნობით, ცეცხლი ჩრდილოეთი კორეის სახმელეთო დივიზიის მიერ გაიხსნა, რაზეც სამხრეთმა კორეამ გამაფრთხილებელი ცეცხლით უპასუხა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ჩრდილოეთი კორეის სახელმწიფო ტელევიზია ინციდენტზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. სამშაბათს ჩრდილოეთმა კორეამ საზღვაო საზღვართან ორი არასანაოსნო ზონა გამოაცხადა, რაც ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ჩრდილოეთი კორეა იქ რაკეტების გამოცდასა და სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG