Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთს იმედი აქვს, რომ ევროკავშირში 2014 წელს გაწევრიანდება


სერბეთი ევროკავშირს მოუწოდებს მოახდინოს შეთანხმების რატიფიკაცია, რომელიც იქნება გადამწყვეტი სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სერბეთის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. სერბეთი იმედოვნებს, რომ 2014 წელს შეუერთდება ევროკავშირს. მის ამ ამბიციას ერთგვარად ჩრდილს აყენებს ის, რომ საომარ დანაშაულში ეჭვმიტანილი ლიდერები კვლავაც იძებნებიან. ბელგრადი აცხადებს, რომ ის ეძებს ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერ რატკო მლადიჩს, რომელსაც სრებრენიცაში ათასობით მუსულმანის დახოცვაში ედება ბრალი. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ მორატინოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოწადინებულია სერბეთისა და ბალკანეთის სხვა სახელმწიფოების გაწევრიანებისთვის, თუმცა, ზუსტი თარიღები არ დაუსახელებია.
XS
SM
MD
LG