Accessibility links

logo-print

ოსვენციმის ბანაკის გათავისუფლების 65 წლისთავი აღინიშნება


პოლონეთში დღეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეთა გათავისუფლების 65 წელი აღინიშნება. ბანაკის ყოფილი ტყვეები, მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა ვეტერანები და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიიღებენ მონაწილეობას ღონისძიებაში. 2005 წელს გაერომ 27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა იმ ექვსი მილიონი ებრაელისა და მილიონი სხვა ეროვნების ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დახოცეს. ოსვენციმის ბანაკში მილიონ ასი ათასი ადამიანი დახოცეს, რომელთა 90 პროცენტი ებრაელები იყვნენ და მათი უმრავლესობა გაზის კამერებში დაიღუპა.
XS
SM
MD
LG