Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაკა ჯაიანი, მარიკა ბოჭორიძე


მაკა ჯაიანი, მარიკა ბოჭორიძე
მაკა ჯაიანი, მარიკა ბოჭორიძე
27 იანვარს, რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ მარიკა ბოჭორიძე და მაკა ჯაიანი, ისინი მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის საინიციატივო-ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, უახლოეს მომავალში შეიქმნება აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს და გააუმჯობესებს მედიაში დასაქმებულთა შრომით უფლებებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიულ განვითარებას და შემოქმედებით თავისუფლებას. მათივე განცხადებით, უკვე იმართება სეხვედრების რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან. ამ ეტაპისათვის შესამჩნევი აქტიურობა სწორედ რეგიონული ჟურნალისტების მხრიდან შეიმჩნევა. როგორც სტუდიის სტურებმა აღნიშნეს, პროფესიული კავშირი დაიცავს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ მედიაში დასაქმებულ ყველა ადამიანს. ამ ეტაპისათვის ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, პროფესიული კავშირი ცალკე დამოუკიდებელ კავშირად ჩამოყალიბდება და პროფესიული კავშირების გაერთიანების წევრი გახდება. როგორც მოწვეულმა სტუმრებმა აღნიშნეს, ამის შესახებ დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ გახდება ცნობილი. ასევე დამფუძნებელ ყრილობაზე გადაყდება სხვადასხვა ტექნიკური საკითხები.
XS
SM
MD
LG