Accessibility links

logo-print

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იწყება


შვეიცარიის საკურორტო ქალაქი დავოსი დღეიდან მასპინძლობს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს. ხუთდღიანი შეკრების 2500-მდე მონაწილე - მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, წამყვანი ბიზნესმენები და გავლენიანი ორგანიზაციების წარმომადგენლები - იმსჯელებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. დღის წესრიგის მთავარ თემად სახელდება საფინანსო სფეროს რეფორმა გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული უმწვავესი გლობალური კრიზისის შემდეგ. დღეს საღამოს, დავოსის ფორუმის გახსნაზე, მისასალმებელი სიტყვით გამოვა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.
XS
SM
MD
LG