Accessibility links

ჟენევაში ხვალ ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია განახლდება


თბილისის დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ხვალ ამიერკავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსია განახლდება. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დელეგაციის წევრები დასვამენ, ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მყოფი რუსული ძალების საერთაშორისო საპოლიციო კონტინგენტით შეცვლა იქნება. ამ ინიციატივას პროვოკაცია უკვე უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, რომელიც ჟენევაში მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობს. საერთაშორისო დისკუსიის მე-9 რაუნდისას განსახილველ უმთავრეს თემად მიჩნეულია ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება, რომლის ახალ ვარიანტს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს საერთაშორისო შუამავლები ევროკავშირი, გაერო და ეუთო გააცნობენ. ჟენევის დისკუსიის მე-9 რაუნდის ფარგლებში სამუშაო ჯგუფები უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG