Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ევროკავშირი განაახლებენ რუმინეთისთვის კრედიტის მიწოდებას


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროკავშირმა დღეს გამოაცხადეს, რომ განაახლებენ რუმინეთისთვის საფინანსო დახმარების მიწოდებას. სავალუტო ფონდს შეჩერებული ჰქონდა ბუქარესტისთვის განკუთვნილი 2,3 მილიარდი ევრო, ხოლო ევროკავშირი აპირებს ერთი მილიარდი ევროს გამოყოფას კრედიტის სახით. ევროკავშირმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა მაისში მიაღწიეს შეთანხმებას რუმინეთისთვის 20 მილიარდი ევროს კრედიტის მიწოდებაზე, ქვეყნის დასუსტებული ეკონომიკის დასახმარებლად. კრედიტი ნოემბერში შეაჩერეს რუმინეთში პოლიტიკური კრიზისის გამო.
XS
SM
MD
LG