Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრეზიდენტი მოლდავეთს ეწვია


რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ მოლდავეთს ეწვია, რაც მისი პირველი ვიზიტია უცხოეთში გასული წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ. ბასესკუს ვიზიტი ასევე პირველია მას შემდეგ, რაც მოლდავეთში შარშანდელი არჩევნების შედეგად პროდასავლური მთავრობა აირჩიეს. ბასესკუმ დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოლდავეთს დაეხმარება ევროკავშირთან დაახლოებაში. თვით რუმინეთი ევროკავშირში 2007 წელს გაწევრიანდა. ბასესკუს ვიზიტის დროს დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი რუმინელი ჯარისკაცების სასაფლაოს მონახულება.
XS
SM
MD
LG