Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში, ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი გერმანელი დიპლომატი დააკავეს


ირანის მედიის ცნობით, ორი გერმანელი დიპლომატი დააკავეს დეკემბრის საპროტესტო გამოსვლებთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. მედია დაზვერვის მინისტრის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი გერმანელი დააკავეს შიიტურ დღესასწაულ აშურაზე საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდებით. ცნობებში არ არის დაზუსტებული, გერმანელები კვლავინდებურად დაკავებული არიან თუ არა. გერმანიის მხარეს ამ ცნობას ჯერ არ გამოხმაურებია. 27 დეკემბერს აშურის დროს ოპოზიციის მომხრეებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკება ყველაზე ძალადობრივი ინციდენტი იყო მას შემდეგ, რაც ირანში ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადებამ ოპოზიციის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG