Accessibility links

logo-print

რუსეთმა და ბელორუსიამ მოაგვარეს უთანხმოება ნავთობის მიწოდებასა და ტრანზიტზე


რუსეთმა და ბელორუსიამ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელორუსიისთვის რუსეთის ნავთობის მიწოდებისა და ნავთობის ტრანზიტის შესახებ, რითაც ბოლო მოეღო რამდენიმეკვირიან უთანხმოებას გარიგების პირობებზე. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დღეს ხელი მოაწერეს დოკუმენტების მთელს პაკეტს. ისინი მოიცავს შესწორებებს როგორც შეთანხმებაში ბელორუსიისთვის ნედლი ნავთობის მიწოდების შესახებ, ისე ნავთობის ტარიფის განსაზღვრის მეთოდოლოგიასა და 2010 წლისთვის ნედლი ნავთობის ბალანსში. ამას გარდა, ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება ტრანზიტის გარანტიების გაგრძელების შესახებ.
XS
SM
MD
LG