Accessibility links

logo-print

თბილისში სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაზე იმსჯელებენ


დღეს საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია, საქართველოს მთავრობასთან ერთად, მართავს ღონისძიებას „სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვისა და საწარმოთა რეგისტრაციის ამოქმედების შესახებ“. ღონისძიების მიზანია კვებისა და სასმელების სფეროში მოღვაწე კომპანიების ინფორმირება იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც უკავშირდება საქართველოში სურსათის უვნებლობის ახალი სისტემის დანერგვას და საწარმოთა რეგისტრაციის ამოქმედებას 2010 წლიდან. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაგეგმილ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე და პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე.
XS
SM
MD
LG