Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევრობანკი შარშან საქართველოში განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებს განიხილავს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შარშან საქართველოში განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებზე იმსჯელებს. ევრობანკის წარმომადგენელზე დაყრდნობით, "ინტერპრესნიუსი" იუწყება, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი გაიმართება დღეისთვის დაგეგმილი "გარდაქმნის შესახებ ანგარიშის" პრეზენტაციის ფარგლებში, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჩატარდება. 2009 წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან ერთად ევრობანკის უფროსი ეკონომისტი ანიტა ტაჩი 2010 წლის პროგნოზზეც ისაუბრებს. "გარდაქმნის შესახებ ანგარიშის" პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებისა და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური მიმოხილვა. ანგარიშში განხილულია საქართველოში საფინანსო სისტემების რესტრუქტურიზაცია, მათი გავლენა ეკონომიკასა და კერძო სექტორის განვითარებაზე, ასევე, რეგიონში კერძო საინვესტიციო ფონდების როლი.
XS
SM
MD
LG