Accessibility links

logo-print

დღეს ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი ტარდება


დღეს ჟენევაში გაიმართება კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების მორიგი, მეცხრე რაუნდი. კონსულტაციების ფარგლებში შეხვედრებს გამართავს ორი ჯგუფი. ერთი მუშაობს უსაფრთხოების საკითხებზე, ხოლო მეორეს ჰუმანიტარული საკითხების განხილვა ევალება. ქართული მხარე მეცხრე რაუნდზე წამოჭრის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი მესაზღვრეების საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლების, დევნილების დაბრუნების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და სხვა ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საკითხებს. ასევე, მოისმენს თანათავმჯდომარეების მიერ შემუშავებული ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ვარიანტებს. რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლების ძირითადი მოთხოვნა კი იქნება, სოხუმსა და თბილისს, ასევე, ცხინვალსა და თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებების გაფორმება.
XS
SM
MD
LG