Accessibility links

logo-print

ყოველწლიური მიმართვის დიდი ნაწილი ობამამ ეკონომიკურ პრობლემებს დაუთმო


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეკონომიკურ პრობლემებზე საუბარს დაუთმო თანამემამულეებისადმი თავისი ყოველწლიური მიმართვის დიდი ნაწილი. კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას, ობამამ კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია ეკონომიკის ოპტიმიზაცია, უმუშევრობის დონის შემცირება და ჯანდაცვის სისტემის გარდაქმნა. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-ის ჯარი ერაყს აგვისტოს ბოლომდე დატოვებს, თუმცა იქვე შენიშნა, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს ერაყელი ხალხის დახმარებას მშვიდობისა და სტაბილურობის გზაზე.
XS
SM
MD
LG