Accessibility links

logo-print

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოპოზიციის ორი აქტივისტი


ირანში სიკვდილით დასაჯეს ოპოზიციის ორი აქტივისტი, რომლებიც 2009 წლის ივლისში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოწყობილ მასობრივ არეულობებში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პატიმრები 28 იანვარს, გამთენიისას ჩამოახრჩვეს. სულ ირანში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს 11 ადამიანს. ისინი დამნაშავედ ცნეს ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დამხობის მცდელობასა და მკრეხელობაში.
XS
SM
MD
LG