Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაქარია ქუცნაშვილი მამის ნაცვლად ციხეში ჩაჯდომას ითხოვს


ზაქარია ქუცნაშვილი, ორგანიზაციის ”კანონი ხალხისთვის” ხელმძღვანელი
ზაქარია ქუცნაშვილი, ორგანიზაციის ”კანონი ხალხისთვის” ხელმძღვანელი
ზაქარია ქუცნაშვილმა 28 იანვარს მოწვეულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილს გარიგება შესთავაზა და თავისი მამის, პროფესორ ომარ ქუცნაშვილის ნაცვლად ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდომის თხოვნით მიმართა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ომარ ქუცნაშვილის მიმართ ძალაში დატოვა ძველი განაჩენი, რომლის თანახმად, მას საპყრობილეში კიდევ 30 თვის გატარება მოუწევს. ის უკვე 18 თვეა პატიმრობაშია.

ომარ ქუცნაშვილი ქართველი უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმართა სიაშია შესული. პოლიტიკური დევნის ობიექტად ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამაც აღიარა. ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ამოიწურა განაჩენის გასაჩივრების ყველა ინსტანცია:

”მე ვთავაზობ ხელისუფლებას მძევლების გაცვლის წინადადებას. ასეთი წინადადებით ჩვენი მოქალაქეები ხან კოკოითს მიმართავებ, ხან - ბაღაფშს და ხანაც - სააკაშვილს. ბატონო სააკაშვილო, თუ თქვენ მამაჩემს, უდანაშაულო ადამიანს გაათავისუფლებთ მისი ღირსების შემლახავი შეწყალების გარეშე, მე მზად ვარ დავიკავო მისი ადგილი საქართველოს ნებისმიერ საპყრობილეში და მოვიხადო დარჩენილი 30 თვიანი ვადა. ჩემი წინადადება უსაფუძვლოდ რომ არ მიიჩნიოთ, მე მზად ვარ ჩავიდინო დანაშაული”.

ზაქარია ქუცნაშვილი არ აკონკრეტებს რა ტიპის დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, თუმცა ამბობს, რომ ის თავისი ქმედებით ზიანს არ მიაყენებს არც ქვეყანას და არც მის მოქალაქეებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG