Accessibility links

logo-print

რუსეთი გაწბილებულია ირანის უარის გამო


„რუსეთი გაწბილებულია იმ უარის გამო, რომლითაც ირანმა ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის შეთავაზებას უპასუხა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვანი ექვსი ქვეყანა უსასრულოდ ვერ დაელოდება ირანის დადებით პასუხს. შესაბამისად, გაეროს უსაფრთხოების საბჭომ შესაძლოა ირანთან დაკავშირებით „დამატებითი ნაბიჯების“ გადადგმის განხილვაც დაიწყოს. თეირანის ატომური პროგრამა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სერგეი ლავროვისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის უკანასკნელ შეხვედრაზე, რომელიც 27 იანვარს ლონდონში გაიმართა.
XS
SM
MD
LG