Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამამ წლევანდელი და მომავალი წლის პრიორიტეტები დაასახელა


აშშ-ის კონგრესისადმი პირველი ტრადიციული მიმართვისას, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ წლევანდელი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, მომავალი წლიდან კი - რამდენიმე სამთავრობო პროგრამის დაფინანსება შეჩერდება. ამასთან, ობამამ აღნიშნა, რომ ეს არ შეეხება ეროვნული უსაფრთხოების, სამედიცინო და სოციალური დაზღვევის პროგრამებს. კონგრესისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა, რომ აშშ-ს საყოველთაო ბირთვული განიარაღების განზრახვა აქვს. მან ასევე დაადასტურა, რომ აგვისტოში ამერიკელი სამხედროები ერაყს სრულად დატოვებენ, ავღანეთიდან გასვლას 2011 წლის ზაფხულიდან დაიწყებენ, მანამდე კი - უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებს მოამზადებენ. პრეზიდენტი ობამა დარწმუნებულია, რომ ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის მისია, სირთულეთა მიუხედავად, წარმატებული იქნება.
XS
SM
MD
LG