Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა


დღეს უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. რეგიონების პარტიის ინიციატივას, იური ლუცენკოს გადადგომის შესახებ, მხარი 231-მა დეპუტატმა დაუჭირა. ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიამ შს-თა მინისტრი პოლიტიკურად ანგაჟირებასა და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩატარების დროს უკანონო მოქმედებებში დაადანაშაულა. თავის მხრივ, პარლამენტის წინაშე დღევანდელი გამოსვლისას ლუცენკო ირწმუნებოდა, რომ სამართალდამცავებმა არჩევნების მასობრივად გაყალბება აღკვეთეს. დღესვე უკრაინის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია და იური ლუცენკო შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა.
XS
SM
MD
LG