Accessibility links

ცხინვალში ინტენსიური საბრძოლო სწავლება დაიწყო


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე ინტენსიური საბრძოლო სწავლება დაიწყო. სააგენტო რესი შტაბის ოფიცერზე დაყრდნობით იუწყება, რომ გეგმიური წვრთნის ფარგლებში ე.წ. სასწავლო სროლა ღამის საათებშიც მიმდინარეობს. რუსმა ოფიცერმა სააგენტოს განუმარტა, რომ საბრძოლო მომზადების ინტენსივობას ორი მიზეზი განაპირობებს - სამხედრო ბაზაზე წვრთნის ახალი პერიოდის დაწყება და რეგიონში არსებული არცთუ მარტივი ვითარება. შტაბში აცხადებენ, რომ რუსული ბაზის პირად შემადგენლობას მისი განსაკუთრებული მოვალეობა სრულად გათვითცნობიერებული აქვს.
XS
SM
MD
LG