Accessibility links

logo-print

ეუთოს თავმჯდომარე ჟენევის მოალაპარაკებას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის საკვანძო ნაბიჯად მიიჩნევს


ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, ყაზახეთმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკების მეცხრე რაუნდი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „ჩვენთვის გადამწყვეტია, დავეხმაროთ ადამიანებს მომავლის მიმართ რწმენის აღდგენაში, განაცხადა ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელმა, ელჩმა ბოლატ ნურგალიევმა. ჩვენ შემოქმედებად უნდა მივუდგეთ საქმეს და შევთანხმდეთ დროებით ნაბიჯებზე, რადგან უსაფრთხოების მუდმივი ზომების უზრუნველყოფისთვის შეიძლება მეტი დრო იყოს საჭირო. ნურგალიევი, ეუთოს განცხადებით, ჟენევაში კონკრეტული წინადადებითაც გამოვიდა, კერძოდ, გაზის მიწოდების აღდგენისა და წყალსადენის რეაბილიტაციის შესახებ. მოლაპარაკება ჟენევაში ორ სამუშაო ჯგუფში შედგა, ერთი უშიშროების, მეორე - ჰუმანიტარულ საკითხებზე მსჯელობდა. თანათავმჯდომარეები შეთანხმდნენ ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 30 მარტს გაიმართოს.
XS
SM
MD
LG