Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მწერალი ჯერომ სელინჯერი


გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი ჯერომ სელინჯერი. სელინჯერმა სახელი გაითქვა ნაშრომით „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელიც 1951 წელს გამოიცა. მის ვაჟმა, სელინჯერის ლიტერატურული წარმომადგენლის განცხადებაში თქვა, რომ 91 წლის მწერალი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თავის ბინაში. ჯერომ სელინჯერი ბოლო ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებისგან განმარტოებით ცხოვრობდა აშშ-ის შტატ ნიუ ჰემპშირში.
XS
SM
MD
LG