Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ”სკინჰედებს” სასჯელი შეუმცირა


რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სასჯელი შეუმცირა ”სკინჰედების” ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერებს. მათ გასული წლის სექტემბერში ეთნიკური ნიშნით, არა-სლავური წარმოშობის პირებზე თავდასხმასა და ერთ მკვლელობაში ბრალდების საფუძველზე გამოუტანეს განაჩენი. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, ხუთშაბათს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ თითო-თითო წლით შეუმცირა სასჯელი 19 წლის ილია შუტკოს და 18 წლის ევგენია ჟიხარევას და შესაბამისად, მათ 7 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. 2008 წლის თებერვალში ყირგიზეთის მოქალაქე ალტინბეკ აშიროვი ხუთმა ”სკინჰედმა” ცემა, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა - შუტკომ კი სასიკვდილოდ დაჭრა. სკინჰედების დაჯგუფებას ბრალად ედება აგრეთვე სამი მკვლელობის მცდელობა. ბანდის წევრები თავს დაესხნენ ყირგიზეთის, უზბეკეთისა და ჩინეთის მოქალაქეებს.
XS
SM
MD
LG