Accessibility links

logo-print

სააკაშვილი აშშ-ს ავღანეთის ტვირთებისთვის საქართველოს მარშრუტს სთავაზობს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებს ავღანეთში იარაღის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას სთავაზობს. ”ასოშიეიტედ პრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი წინადადებაა სატრანსპორტო დერეფნის შექმნა ავღანეთში იარაღის ტრასპორტირებისთვის საქართველოსა და შუა აზიის გავლით. სააგენტოს ცნობით, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სამხედრო ტვირთის გადამზიდავი გემებისთვის საქართველოს პორტებს და აეროპორტებს - სატვირთო თვითმფრინავების საწვავით შესავსებად. ”ასოშიეიტედ პრესი” აგრეთვე იუწყება, რომ აშშ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა იციან სააკაშვილის წინადადების შესახებ, თუმცა, სათანადოდ არ შეუსწავლიათ ის. თეთრი სახლი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ამჟამად, აშშ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციისთვის საჭირო ტვირთების გადასაზიდად იყენებს დერეფანს რუსეთისა და შუა აზიის გავლით, ისევე როგორც მარშრუტს პაკისტანის გავლით.
XS
SM
MD
LG