Accessibility links

სომხეთის საზღვართან ექვსი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


ექვსი აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა დაშქესანში, სომხეთის საზღვართან დისლოცირებულ სამხედრო ნაწილში გახსნილი ცეცხლის შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, 28 იანვარს ორმა ჯარისკაცმა ავტომატური იარაღიდან გასროლით ოთხი თანამშრომელი მოკლა და ორი დაჭრა, რის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აზერბაიჯანში გამომავალი გაზეთის „აზადლიგის“ ინფორმაციით კი, ჯარისკაცმა სიცოცხლეს გამოასალმა ექვსი ოფიცერი, მათ შორის სამხედრო ნაწილის უფროსი.
XS
SM
MD
LG