Accessibility links

logo-print

ალექსანდრე ებრალიძე საქართველოში ჩასვლას გეგმავს - ქვეყნის მოქალაქის სტატუსით, ან მის გარეშე


“ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის” ხელმძღვანელი, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე საქართველოში ჩასვლას ქვეყნის მოქალაქის სტატუსით, ან მის გარეშე გეგმავს. ამის შესახებ ებრალიძემ თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს შორის დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მან ცოტა ხნის წინ შეავსო და საქართველოში გაგზავნა კიდევ ერთი, საკმაოდ რთული ანკეტა, რომელშიც პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას განმეორებით სთხოვს. ებრალიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, მიიღებს, თუ არა მოქალაქეობას, საქართველოში ჩასვლას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმის განხორციელებას აპირებს. მისივე ცნობით, აპრილში “ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესი” გამართავს საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას აფხაზები, ოსები, ბერძნები და საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები მიიღებენ.
XS
SM
MD
LG