Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და საფრანგეთის საელჩოები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებას მიესალმნენ


საქართველოში აშშ-ისა და საფრანგეთის საელჩოები ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებას მიესალმნენ. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სტრატეგია დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯია და ამ პროცესში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის მონაწილეობას ითვალისწინებს. სტრატეგია საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან ინიციატივად შეაფასა საფრანგეთის საელჩომ. მისი განცხადებით, საფრანგეთი სტრატეგიიდან გამომდინარე სამოქმედო გეგმას ელის და მის წარმატებით განხორციელებაში მონაწილეობისთვის მზად არის.
XS
SM
MD
LG