Accessibility links

logo-print

ავიამიმოსვლის აღდგენაზე მოსკოვი და თბილისი ისევ ბჭობენ


საქართველოსთან რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად რუსეთის მხრიდან რაიმე პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს - ამის შესახებ მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა. მისივე თქმით, რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების მიერ ტექნიკურ ასპექტებზე წინასწარი შეთანხმება სჭირდება. კერძოდ, ნესტერენკოს განმარტებით, საუბარია რუსეთისა და საქართველოს ავიაკომპანიათა რეისების განრიგზე და ასევე, რუსეთისადმი ქართველ გადამზიდავთა დავალიანების დაფარვის წესზე.
XS
SM
MD
LG