Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ჭუბურხინჯთან შეიარაღებული შეტაკება მოხდა რუს სამხედროებსა და აფხაზ მილიციელებს შორის


სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ ცნობით, შეიარაღებული შეტაკება მოხდა რუს სამხედროებსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციელებს შორის. სააგენტოს მტკიცებით, სოფელ ჭუბურხინჯთან რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აფხაზი მილიციელები ისხდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი, ექვსი კი სხეულის მძიმე დაზიანებით გალისა და სოხუმის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კონფლიქტი 28 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსმა ჯარიკაცებმა ადგილობრივ მილიციელებს გალის რაიონის სოფელი ოტობაია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
XS
SM
MD
LG