Accessibility links

logo-print

“პირველი კავკასიური” სატელიტიდან გამორთეს


რუსულენოვანი ტელეარხი “პირველი კავკასიური”, რომელიც თბილისიდან მაუწყებლობს, გამორთეს ფრანგული თანამგზავრიდან, რომელიც ფირმა “ეუტელსეტს” ეკუთვნის. ტელეარხრის გენერალური პროდიუსერის ზურაბ დვალის თქმით, არხის ხელმძღვანელობა პარიზში მართავს მოლაპარაკებებს თანამგზავრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით. “ეუტელსეტი” აცხადებს, რომ არ აპირებს მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებას. პირველი კავკასიური ტელეარხი საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წლის დასაწყისში შექმნა, ხოლო 15 იანვრიდან იგი თანამგზავრულ მაუწყებლობაზე გადავიდა.
XS
SM
MD
LG