Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი შეიწირა


პაკისტანში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო სამხედრო ბლოკ-პოსტთან, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი დაიღუპა. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა აუწყა მედიას, მამაკაცი, რომელსაც ჟილეტზე ჰქონდა დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მივიდა ბლოკ-პოსტთან ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ხარში და თავი აიფეთქა. ხარი მდებარეობს ბაჯაურის რეგიონში, რომელიც ისლამისტი ექტრემისტების საყრდენად იქცა მას შემდეგ, რაც მათ მეზობელი ავღანეთიდან პაკისტანს შეაფარეს თავი 2001 წელს ქაბულში თალიბანის რეჟიმის დამხობის გამო.
XS
SM
MD
LG