Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი აუქმებს აშშ-თან სამხედრო გაცვლის პროგრამას ტაივანთან ვაშინგტონის იარაღზე შეთანხმების გამო


ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტრო აუქმებს შეერთებულ შტატებთან სამხედრო გაცვლის პროგრამას ვაშინგტონის გეგმის გამო, 6,4 მილიარდი დოლარის იარაღი მიჰყიდოს ტაივანს. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "სინხუას" ცნობით, სამხედრო პერსონალის დაგეგმილი ვიზიტების გაუქმების მიზეზია ტაივანისთვის იარაღის მიყიდვაზე გარიგების „ცუდი გავლენა“ ამერიკა-ჩინეთის სამხედრო ურთიერთობაზე. ჩინეთის რეაქცია მოჰყვა ობამას ადმინისტრაციის წინა დღის განცხადებას, რომ აპირებს პირველად მიჰყიდოს იარაღი ტაივანს. მისაყიდ იარაღში შედის "პეტრიოტის" ტიპის თანამედროვე ანტი-სარაკეტო დანადგარები. ჩინეთი ტაივანს თავის სეპარატისტული პროვინციად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG