Accessibility links

ყაზახეთში პროტესტი გამოთქვეს ჩინეთის მზარდი გავლენის გამო


ალმა-ატაში გაიმართა დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებმაც პროტესტი გამოთქვეს ჩინეთთან სულ უფრო მჭიდრო ურთიერთობის გამო. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ასობით ადამიანი შეიკრიბა ყაზახეთის უდიდეს ქალაქში. ტრანსპარანტებზე ჩინეთი შიშის მომგვრელ ურჩხულად იყო გამოსახული. როგორც ოპოზიციის აქტივისტმა მარხან ასპანდიაროვამ მოითხოვა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, აკრძალული უნდა იყოს მიწის უცხოელებისთვის მიცემა. პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ ჩინეთს სურს ყაზახეთის ტერიტორიაზე მილიონობით ჰექტარის იჯარით აღება სოიოს და სხვა მარცვლეულის მოსაყვანად. მოგვიანებით მთავრობა უარყო ინფორმაცია, თითქოს ჩინეთისთვის მიწის იჯარით მიცემას აპირებდეს.
XS
SM
MD
LG