Accessibility links

logo-print

ირანში კიდევ 16 ოპოზიციონერი წარდგა სასამართლოს წინაშე


ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, კიდევ 16 ოპოზიციონერი წარდგა სასამართლოს წინაშე გასული წლის მიწურულს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ხუთ კაცს წაყენებული აქვს ბრალდება, რომ „მოჰარები“, ანუ ღვთის წინაშე მტრები არიან და დედამიწაზე უზნეონი. ორივე დანაშაული სიკვდილით ისჯება ირანის სამართლებრივ სისტემაში, რომელიც ისლამურ შარიათს ეფუძნება. დანარჩენს 11-ს უფრო მსუბუქი ბრალდებები აქვს წაყენებული, მათ შორის სისტემის წინაღამდეგ პროპაგანდის ბრალდება. პარასკევს ორგანიზაცია ამნესტი ინტერნეიშენალმა, ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაგმეს ირანში ორი მამაკაცის სიკვდილით დასჯა. მათი გასამართლება უკავშირდებოდა მონაწილეობას ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებში. აგვსიტოდან მოყოლებული, ირანში 100-ზე მეტი პოლტიკური აქტივისტი გაასამართლეს. მათგან 11 სიკვდილით დასაჯეს, 80-ზე მეტს კი პატიმრობა მიუსაჯეს.
XS
SM
MD
LG