Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმება აშშ-ის პოზიციას საქართველოს მიმართ


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება აშშ-ის პოზიციას საქართველოს მიმართ, ასახულს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გუშინდელ გამოსვლაში. პარიზის კონფერენციაზე ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე საუბრისას კლინტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და ასევე გავლენის სფეროების აღიარებას. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის პრეს-მდივანმა, ”საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება შეერთებული შტატების ასეთ მკაფიო და უცვლელ პოზიციასა და მხარდაჭერას, ვინაიდან სწორედ ასეთი მტკიცე პოლიტიკის გამო შეერთებული შტატები არ მისცემს უფლებას რუსეთს მოხდეს რეგიონის გავლენის სფეროებად დაყოფა" და ეს პოლიტიკა "არ მისცემს კრემლს საშუალებას, მოხდეს ეთნოწმენდის შედეგად 500 ათასი ქართველის დევნილობისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპირებული 20%-ის დაკანონება".
XS
SM
MD
LG