Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობა გმობს ნატოს საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ჯარისკაცის დახოცვას


ავღანეთის მთავრობამ დაგმო ოთხი ავღანელი ჯარისკაცის დახოცვა, რაც შემთხვევით მოჰყვა ნატოს საჰაერო იერიშს ვარდაკის პროვინციაში. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება მოიცავს მოწოდებას, ჩატარდეს გამოძიება და მართლმსაჯულებას გადასცენ დამნაშავეები. ინციდენტი დღეს დილას მოხდა ნატოსა და ავღანელების შენაერთსა და სხვა ავღანურ შენაერთს შორის დაპირისპირებისას, რომლის დროსაც ნატოს სამხედროებმა საჰაერო დახმარება მოითხოვეს. ნატოს სარდლობით მოქმედმა მრავალეროვანმა ძალებმა დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ინციდენტს კოალიციისა და ავღანეთის ჯარებს შორის. ამ ცნობაში დეტალები არ დაუზუსტებიათ.
XS
SM
MD
LG