Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა


პაკისტანში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო სამხედრო ბლოკ-პოსტთან, რის შედეგადაც, ამჟამინდელი ინფორმაციით, სულ ცოტა, 16 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის წარმომადგენელმა აუწყა ჟურნალისტებს, რომ მამაკაცი, რომელსაც ჟილეტზე ჰქონდა დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა, მივიდა ბლოკ-პოსტთან ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ხარში და თავი აიფეთქა. ხარი მდებარეობს ბაჯაურის რეგიონში, რომელიც ისლამისტი ექტრემისტების საყრდენად იქცა მას შემდეგ, რაც მათ მეზობელი ავღანეთიდან პაკისტანს შეაფარეს თავი 2001 წელს ქაბულში თალიბანის რეჟიმის დამხობის გამო.
XS
SM
MD
LG