Accessibility links

logo-print

დღეს ამოიწურა საარჩევნო სიების გადამოწმების მსურველი პარტიების რეგისტრაციის ვადა


დღეს, თბილისის დროით 18 საათზე ამოიწურა საქართველოში ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობის მსურველი პოლიტიკური პარტიებისთვის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სათანადო განცხადების შეტანის ვადა. საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსი“ ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ განაცხადი წარდგენილი აქვს რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტს: მათ შორის არიან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ახალი მემარჯვენეები“, რესპუბლიკური პარტია, კონსერვატიული პარტია, „ხალხის პარტია“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ეროვნული ფორუმი და ლეიბორისტული პარტია. ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმება 5 თებერვლიდან 15 მარტამდე გასტანს. საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,2 მლნ ლარია გამოყოფილი.
XS
SM
MD
LG