Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაშალეს კრემლის წინააღმდეგ მიმართული აქცია. დაკავებულებს შორის არის ბორის ნემცოვი


მოსკოვში პოლიციამ დააკავა კრემლის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე, მათ შორის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი. სულ ცოტა, 100 ადამიანი იყო შეკრებილი მოსკოვშის ცენტრში, მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის კონსტიტუციური უფლების, დემონსტრანტების შეფასებით, კრემლის მიერ შეზღუდვის წინააღმდეგ პოზიციის გამოსათქმელად. მოსკოვის ხელმძღვანელობამ ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ მოსკოვის ცენტრში სხვა, ზამთრის გასართობი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება, ჩვეულებრივ, ალტერნატიულ ღონისძიებებს აწყობს, რათა გაამართლოს ოპოზიციისთვის უარის თქმა ცენტრალურ მოედნებზე შეკრებაზე.
XS
SM
MD
LG