Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის "საზღვარზე" დაკავებული პირებიდან სამი გაათავისუფლეს


საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. ზუგდიდში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრები პირის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საზღვარი, რომლითაც წალენჯიხის რაიონის სოფელი ფახულანი ოკუპირებულ საბერიოს უკავშირდება, დილიდან გაურკვეველი ვადით დაიკეტა და მოქალაქეთა მიმოსვლა შეიზღუდა. მოგვიანებით სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ რუსმა სამხედროებმა დღეს დაკავებულებიდან სამი გაათავისუფლეს. ამ უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მორის შოგირაძე არ გამორიცხვს, რომ ე.წ. საზღვრებთან კონტროლის გამკაცრება და გადაადგილების შეზღუდვა 29 იანვარს გალის რაიონში მომხდარ აფეთქებას უკავშირდებოდეს.
XS
SM
MD
LG