Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დილის სტუმარი: სოსო ცინცაძე


1 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი სოსო ცინცაძე. მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის მიერ აშშ-სთვის შეთავაზებულ წინადადებაზე ავღანეთისთვის განკუთვნილი ნატოს ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს გამოყენების შესახებ. ცინცაძე ამ ინიციატივის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ არგუმენტს, რომ ამ გზით საქართველო ტერორისტების მხრიდან მზარდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება წონად არგუმენტად არ თვლის. მეორე მხრივ, პოლიტოლოგი ძალიან აქტუალურად აფასებს ავღანეთისკენ ნატოს ტვირთების ტრანსპორტირებისთვის ალტერნატიული გზების შექმნას იმ ფონზე, როცა ამ ტვირთების მოცულობა ნატოს კონტინგენტის ზრდის შესაბამისად იზრდება, პოლიტიკური თვალსაზრისით კი რუსეთის გარდა ალტერნატიული მარშრუტების არსებობა ნატოსთვის მნიშვნელოვანია. სოსო ცინცაძემ ისაუბრა აგრეთვე რუსეთის პოლიტიკაზე უკრაინისა და საქართველოს მიმართ. ის თვლის, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურობის გაღვივება საქართველოში ნაკლებად პერსპექტიულია, რადგან ამას საქართველოს მოქალაქეების ”ისტორიული მეხსიერება” უშლის ხელს. ცინცაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ურთიერთობის ”გაუმჯობესება” აუცილებლად გულისხმობს საფასურს, რაც საქართველოს ინტერესებს ვერასდროს თანხვდება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG