Accessibility links

logo-print

მოსკოვი და ცხინვალი უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ


დღეს მოსკოვში, რუსეთის და მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და მურატ ჯიოევმა ხელი მიმოსვლის უვიზო რეჟიმის შეთანხმებას მოაწერეს. ეს ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკანონო პოლიტიკის გაგრძელების და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის გარდა, მოსკოვის კიდევ ერთ ცინიკურ ნაბიჯად შეაფასა. მინისტრის მოადგილის ნინო კალანადძის განცხადებით, მთელი მსოფლიოსთვის კარგად ცნობილია, რომ მოსკოვი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პასპორტებს არიგებს
XS
SM
MD
LG