Accessibility links

logo-print

ლიტველები საქართველოს კვლავინდებურად „გრუზიად“ და არა „ჯორჯიად“ მოიხსენიებენ


ლიტველები საქართველოს კვლავინდებურად „გრუზიად“ და არა „ჯორჯიად“ მოიხსენიებენ. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ლიტვაში სახელმწიფო ენის კომისიამ, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მიმართვა განიხილა. „გრუზია, ჯორჯია და სხვა ვარიანტები, რომლებსაც სხვა სახელმწიფოები იყენებენ - ქვეყნის ტრადიციული სახელია და მათი ინგლუსური ანალოგით შეცვლას არავინ დათანხმდება“, განაცხადა სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ ირენა სმეტონენემ, რომლის თქმითაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავად თბილისი არ ცვლის ქვეყნის ოფიციალურ ლათინურ დასახელებას „საქართველოს“. ლიტველი ენეთმეცნიერი ასევე ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ტოპონიმები და ლიტველებსა და ლიტვასაც სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარდ მოიხსენიებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიტვის საგარეო უწყებას „გრუზიის“ „ჯორჯიათი“ შეცვლის მოთხოვნით 2009 წლის დეკემბერში მიმართა
XS
SM
MD
LG