Accessibility links

logo-print

12 ადამიანი დაიღუპა სომალის დედაქალაქში პრეზიდენტის სასახლის დაბომბვის შედეგად


12 ადამიანი დაიღუპა და 50 დაიჭრა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში პრეზიდენტის სასახლის არტილერიული დაბომბვის შედეგად. ამბოხებული ისლამიტების თავდასხმას ცეცხლით უპასუხეს აფრიკის კაშირის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასასხლეს იცავენ. სომალის ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის, მათ შორის დედაქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს. უკანასკნელი წლების განმავლობაში, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიხოცა სამთავრობო ძალებისა და ალ-ყაიდასთან კავშირში მყოფი ალ-შაბააბის დაჯგუფების ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG