Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში ისლამური რევოლუციის 31 წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიებები დაიწყო


ირანში ისლამური რევოლუციის 31 წლისთავის აღმნიშვნელი ღონისძიებები დაიწყო. პირველ თებერვალს ქვეყანამ რევოლუციის ლიდერის აიათოლა ჰომეინის სამშობლოში დაბრუნების წლისთავი იზეიმა. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თეირანში, ჰემეინის მავზოლეუმთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ისლამური რევოლუცია ბევრი ქვეყნისთვის შთაგონების წყაროდ იქცა“. საზეიმო ღონისძიებები ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG