Accessibility links

logo-print

საქართველო ინტერპოლის მიერ ძებნილის სარაევოში ექსტრადიციის საკითხს წყვეტს


საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ინტერპოლის მიერ ძებნილი, სერბი საშა ლიპოვაცის სარაევოში ექსტრადიციის საკითხს უახლოეს ხანში, ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის ამოწურვის შემდეგ გადაწყვეტს. ლიპოვაცი, რომელიც ბალკანეთზე გასული საუკუნის 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტისას ბოსნიელ მუსლიმთა წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულშია ეჭვმიტანილი, თბილისის აეროპორტში გასული წლის დეკემბერში დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღის წინ, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის იუსტიციის სამინისტრომ თბილისს საშა ლიპოვაცის ექსტრადიციითვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
XS
SM
MD
LG