Accessibility links

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შესამოწმებლად 3 700 000-მდე ამომრჩევლის სია მიიღო


საქართველოს ცსკ-მ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან შესამოწმებლად 3 700 000-მდე ამომრჩევლის სია მიიღო. პირველ ეტაპზე, რეესტრის მიერ მიწოდებული ბაზა ოლქების მიხედვით დაიყოფა, შემდგომში კი, მოქალაქეთა მისამართები საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით განაწილდება. თითოეულ მოქალაქესა და მის საცხოვრებელ მისამართს მიენიჭება სოციალური კოდი, რომლის მიხედვით ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე გაანაწილებენ. სამოქალაქო რეესტრის მიერ ცსკ-სთვის დღეს გადაცემულ სიაში არ არიან იძულებით გადაადგილებული პირები და საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სიას კომისია ლტოლვილთა და განსახლების და საგარეო საქმეთა სამინისტროებისაგან მიიღებს.
XS
SM
MD
LG